ბერმუდის სამკუთხედის მსხვერპლნი: “ევენჯერების” ამბავი


1945 წლის 5 დეკემბერს,ფლორიდის ნაზევარკუნძულზე, ჩარლზ ტეილორის მეთაურობით ფორტ-ლოდერდეილის ავიაბაზიდან აფრინდა ხუთი სამ ადგილიანი ტორპედომზიდავის,”ევენჯერებისრგოლი,რომელსაც დავალებული ჰქონდა ტორპედოს სროლაში ორსაათიანი წვრთნა გაეტარებინა.იდგა მზიანი დღე,წყნარი ამინდი,რომელიც არანაირ სირთულეებს არ უწინასწარმეტყველებდა დავალების შესრულებას.
ფრენა 14 საათზე დაიწყო.15:15 საათზე მფრინავები დავალების შესრულებას იუწყებოდნენ და გამოეშურნენ ბაზაზე. მალე,გაფრენის ორგანიზატორმა გაიგონა რგოლის მეთაურის უცნაური შეტყობინება:”კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა.მგონი,კურსს ავცდით.მიწა საერთოდ არ ჩანს.”ორგანიზატორმა ტეილორს დასავლეთით გაფრენა უბრძანა.პასუხი ასეთი იყო:არ ვიცით,დასავლეთი საითაა.ყველაფერი რაღაცნაირადაათითქოს ოკეანეც კი უცნაურად გამოიყურება.”



ამის შემდეგ,რადიოკავშირი საკომანდო პუნქტსა და თვითმფრინავებს შორის მკვეთრად გაუარესდა,ალბათ,ატმოსფერული ხარვეზების გამო.რგოლის მეთაურს,მისი შენიშვნებიდან გამომდინარე მიკროფონიდან,საერთოდ არ ესმოდა ავიადისპეჩერის,თუმცა საგუშაგო პუნქტში პილოტების საუბარი მშვენივრად ისმოდა.ისინი ერთმანეთს კომპასების სხვადასხვა ჩვენებების,საწვავის მარაგის უეცარი შემცირებისა და მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლის შესახებ ატყობინებდნენ.

16 საათზე,დაფიქსირებული საუბრის მიხედვით,ლეიტენანტმა ტეილორმა რგოლის მეთაურობა სხვას გადააბარა,რადგან ჩათვალა,რომ სიტუაციას არაადეკვატურად აღიქვამდა.ახალმა მეთაურმა თვითმფრინავების 180°-ით მოტრიალება ბრძანა.რადიოსიგნალები შესუსტდა,ჩანს თვითმფრინავები ნაპირს შორდებოდა.ბაზაზე მათი ხმა აღარ ისმოდა,მაგრამ რამდენიმე მოყვარულმა-რადისტმა დაიჭირა ჯგუფის ხელმძღვანელის ბოლო სიტყვები:
მგონი ისინი ჩვენთეთრ წყალში შევდივართვიღუპებით

საინტერესოა ის,რომ მაშინ,როცაევენჯერებსწესით საწვავი ორი საათის გათავებული უნდა ჰქონდათ,მაიამის ავიაბაზაზე მიიღეს ჩარლზ ტეილორის რადიო-მოხმობის სუსტი სიგნალი ყოველგვარი სხვა ინფორმაციის გარეშე.

ჯგუფის მოსაძებნად გაუშვეს ორძრავიანი სამაშველო თვითმფრინავიმარტინ მარინერი” 13 კაციანი ეკიპაჟით.ეს თვითმფრინავი აღჭურვილი იყო იმ დროის ყველაზე თანამედროვე საძებნი ტექნიკით და საკავშირო აპარატურით.მაგრამ მალევე ისიც უგზო-უკვლოდ გაქრა.
 აქ უკვე თვითმფრინავების და შესაძლებელია,გადარჩენილი ადამიანების მოსაძებნად გამოეშურა აშშ- სანაპირო ზოლის დაცვის 18 გემი,4 ნაღმმზიდავი,რამდენიმე წყალქვეშა ნავი და ასამდე კერძო კატერი,იახტა და ნავი.ჰაერში აიჭრა 307 თვითმფრინავი.ოპერაციას ასევე შეუერთდა ინგლისის გემები და თვითმფრინავები.გამოიკვლიეს ატლანტის ოკეანის და განაპირა რაიონების 380 ათასი კვადრატული მილის ფართობი.მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღოვერანაირი კატასტროფის კვალი ვერ იპოვეს.

აშშ- სამხედრო-საზღვაო საგამოძიებო კომისიამ ვერ შეძლო,დაედგინა 1945 წლის 5 დეკემბრის თვითმფრინავებისა და ხალხის უკვალო გაქრობის მიზეზი.აშშ- სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით ოფიცერმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა:ჩვენ არ შეგვწევს იმის ძალა,რომ მიახლოებით მაინც ვთქვათ,თუ რა მოხდა”.

მკვლევარებმა რამდენიმე უცნაური,მაგრამ არაფრის ამხსნელი ფაქტი გამოქექეს.მაგალითად ის,რომ ჯგუფის ხელმძღვანელმა,ტეილორმა,წინა გასაფრენ ინსტრუქტაჟებზე დაიგვიანა და მმართველობას სთხოვა,წვრთნა სხვას გაეტარებინა.ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს.სხვა მფრინავმა,ელან კოსნარმა,კატეგორიული უარი განაცხადა ფრენაზე.იგი ლაზარეტში მიაბრძანეს.მაგრამ კომისიამ მაინც ვერ დაადგინა,ვინ გაფრინდა კოსნარის მაგივრად.რამდენიმე სახელობითმა გადაძხილმა აჩვენა,რომ მთელი შემადგენლობა ადგილზე იყო.ამავე დროს,წინა გასაფრენი დოკუმენტები ცხადყოფს,რომ თვითმფრინავები დავალების შესასრულებლად სრულიად დაკომპლექტებულნი გაემართნენ.

ამერიკელმა ჟურნალისტმა არტ ფორდმა,რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა ჯგუფის გაქრობის ისტორია,ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა,რომ იცნობს რადიომოყვარულს,რომელმაც დააფიქსირა ჩარლზ ტეილორის რაციით წარმოთქმული სიტყვები ბოლო მომენტში:
არ გამომყვეთ.უცხოპლანეტელებს გვანან,კოსმოსიდან”.


1991 წელს,სამძებრო ხომალდიდიფ სი”,რომელიც ესპანური ოქროთი დატვირთული გალეონის ძიებით იყო დაკავებული, ფორტ-ლოდერდეილის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემთხვევით 250 მეტრის სიღრმეზე გვერდიგვერდ დაწყობილ ოთხევენჯერსწააწყდა.მეხუთე,ნომრით 28(ზუსტად ეს ნომერი ჰქონდა ტეილორის თვითმფრინავს),იპოვნეს დანარჩენი ოთხისგან მილის მოშორებით.საოცარი ის იყო,რომ თვითმფრინავები მშობლიური ბაზიდან,10 მილში იყო დასვენებული.მაშინ,სწორედ იმ 5 დეკემბერს,რატომ დაიხშო მათი ხმა?მოგვიანებით,თვითმფრინავები ბატისკაფით შეამოწმესყველა სრულიად უვნებელი იყო,ხოლო კაბინებში,ეკიპაჟის წევრების არანაირი კვალი არ იყო.




No comments:

Post a Comment