დაღუპული ადგილი


ევენჯერებისტრაგედიამ დასაბამი დაუდო პრობლემის გამოკვლევას,რომელსაც შემდგომ ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ეწოდა.ეს ფიგურა დიდ ფართობს იტევს,რომელიც დატეულია ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილში,აშშ- სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირებთან.რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.ამ ადგილებში თურმე კარგა ხანია ქრება გემები და იხოცება ხალხი


პირველი,დოკუმენტალურად დაფიქსირებული ფაქტია 1840 წელს მომხდარი,როდესაც ნასაუსბაჰამის კუნძულების დედაქალაქისპორტის მახლობლად აღმოჩნილ იქნა დრეიფში მყოფი ფრანგული იალქნიანი ხომალდიროზალი”.გემზე იალქნები აღმართული იყო,ჰქონდა ყველა საჭირო აღჭურვილობა,მაგრამ ხალხი გამქრალიყო.გემის ჟურნალში არანაირი მდგომარეობის ამხსნელი ჩანაწერი არ იყო გაკეთებული.

ანალოგიური შემთხვევა 1902 წლის 20 ოქტომბერსაა დაფიქსირებულიატლანტის ოკეანეში გერმანულ ოთხანძიან ხომალდს,”ფრეიასწააწყდნენ,მაგრამ ეკიპაჟის გარეშე.იმ დღეებში ამინდი მშვენიერი იყო,ხოლო შტორმი კარგა ხანი არ ყოფილა.რა შეიძლებოდა შემთხვეოდა გემის ჯგუფს?არავინ არ იცის.

მეოცე საუკუნეში,ცნობების თანახმად,ბერმუდის სამკუთხედში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 150-მდე გემი და თვითმფრინავი და 1000-ზე მეტი მეზღვაური,პილოტი და პასაჟირი.

 

No comments:

Post a Comment