რუსეთის
გეოგრაფიის
საზოგადოების
წევრმა,ბიოლოკაციის ინჟინერმა,ამ კომენტარით გამოხატა თავისი დამოკიდებულება
”ბერმუდის
საიდუმლოებების”
მიმართ:
-პრობლემა
ნამდვილად
არსებობს.ის უნდა გამოვიკვლიოთ პროფესიონალურ დონეზე და არ ავარიდოთ თავი ზოგიერთი ”სოლიდური” მეცნიერივით.უკვე შემუშავებულია რამდენიმე საინტერესო ჰიპოთეზა.
ზოგი
მეცნიერი თვლის,რომ ამ რაიონში ადგილი აქვს დროის არათანაბარ დინებას.მაგალითად,ამერიკელ მეცნიერს,აივორ სანდერსონს მოაქვს ასეთი მაგალითი: ”ნეიშენალ ეარლაინსის” სამგზავრო ავიალაინერი უახლოვდებოდა მაიამის დასაჯდომ ბილიკს და იმყოფებოდა მიწის რადიოკონტროლის კარგი მომსახურების ქვეშ.დაშვებამდე 20 წუთით ადრე პილოტებმა საათი შეამოწმეს სადისპეჩერო სამსახურთან.უეცრად,ავიალაინერი რადიოლოკატორის ეკრანიდან გაქრა,ხოლო 10 წუთის მერე – გამოჩნდა.თვითმფრინავი ნორმალურად დაეშვა,მაგრამ 10 წუთის შეყოვნებით.მფრინავები ამ ფაქტს გამორიცხავდნენ,რადგანაც მათმა ავიალაინერმა დაფრენა დროულად მოახერხა და ბორტზეც დრო ერთმანეთს ემთხვეოდა.მაშ რა მოხდა?
სხვა
მკვლევარმა,ჩარლზს ბერლიცმა,წამოაყენა სხვა იდეა – ის ფიქრობდა,რომ ამ ადგილებში სივცრცითი-დროის ბზარები იყო.ალბათ მასში იკარგება დროდადრო თვითმფრინავები და გემები.თავისი ჰიპოთეზის გასამყარებლად ბერლიცი იშველიებს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას,რომლის თანახმადაც დედამიწის ძლიერ გრავიტაციულ ველებზე დროის მსვლელობა შენელებულია.
ზოგიც
თვლის,რომ მთელი საქმე წყლის გრავიტაციულ შეგროვებაშია.ამ მოვლენას ბევრი შეესწრო.მაგალითად,”ბოინგ-707-ის” პილოტები,რომლებმაც ეს სან-ხუანიდან ნიუ-იორკში გადმოფრენისას,1963
წლის 11 აპრილს ნახეს.აფრენიდან 20 წუთში ხუთი მილის მოშორებით მათ დაინახეს ასობით მეტრის დიამეტრის,უზარმაზარი ყალყზე შემდგარი წყლის მასა.თანდათან წყალი ქვემოთ იწევდა.მფრინავები ბევრ კითხვას უსვამდნენ სანაპირო ზოლის დაცვას,სეისმურ სადგურებს,მეცნიერებათა აკადემიას და სხვებს იმ კატაკლიზმების შესახებ,რომლებსაც ”ამის” მოხდენა შეეძლო.
ასეთივე
შემთხვევები
ნაცნობია კოსმონავტებისთვისაც.”ეჭვი არაა ოკეანეში დონეების სხადასხვაობაში,
– ამბობდა
ვლადიმირ კოვალიონოკი – იშვიათი მოვლენაა,მაგრამ უდავო”.მას არაერთხელ უნახავს წყლის ამობურცული ზედაპირი.ჩვეულებრივ ამ ”გორების” ირგვლივ,თავს იყრის ბევრი ღრუბელი,თითქოს იზიდავს მათ.
ზოგი
ფიქრობს,რომ ადამიანების სიკვდილის მიზეზი არის ულტრაბგერითი გამოსხივება,დიაპაზონით 1-დან 11 ჰერცამდე,რომელიც ოკეანის ღელვისას წარმოიქმნება.ცნობილი ფაქტია,რომ 7 ჰერცის სიხშირის ინფრაბგერების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე სახიფათოა,რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს იგივე სიხშირეზე მრხევი ორგანოების რეზონანსი.გარდა ამისა,ახლო რხევებმა შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკური გადახრები გამოიწვიოს.
ინფრაბგერების
ზემოქმედების
ქვეშ,არმადას შეიძლება პანიკური შემოტევები დაეწყოს,ხოლო გემის კორპუსი და ანძები დაიმტვრევა ან რხევას დაიწყებს.გასაკვირი არცაა,რომ ამ ყველაფრის გავლენით,ადამიანი ენით აღუწერელ პანიკაში ჩავარდეს და პირდაპირ წყალში გადაეშვას.
უნდა
ითქვას,რომ ბერმუდის სამკუთხედი – ერთადერთი ადგილი არაა დედამიწაზე,სადაც დაფიქსირებულია ანომალიური შემთხვევები.ასეთივე თავისებურებებით
გამოირჩევა
კიდევ 4 ადგილი: კუნძულ გუამის ჩრდილოეთით მდებარე ოლქი,აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონი,სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ზონა და ავსტრალიასა და ანტარქტიდას შორის მდებარე ოლქი.არანაკლებ საშიშია ”სატანის ზღვა”,იაპონიის ნაპირებთან,ჰონსიუდან 250 მილში.ოკეანის ამ ნაწილს რომბის ფორმა აქვს და იაპონიის სახელმწიფოს მიერ საშიშ ზონადაა გამოცხადებული.1995
წელს იქ გაგზავნეს ხალხი ხომალდზე ”კაიე-მარუ № 5” სხვადასხვა ექსპერიმენტისა და გაზომვის ჩატარების მიზნით – ეკიპაჟი და ხომალდი უკან არ დაბრუნებულა.
No comments:
Post a Comment